სასტუმრო EMPIRE HOTEL მდებარეობს ქუთაისის შუა გულში. სასტუმროს ირგვლივ განლაგებულია ქუთაისის ღირსშესანიშნაობები: ბაგრატის ტაძარი, ისტორიული მუზეუმი, თეთრი ხიდი, ძველი ქუჩები ბარებითა და რესტორნებით.


სასტუმრო განლაგებულია სამ სართულზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი სტანდარტების მქონე, 14 ლუქსისა და 11 სტანდარტული ტიპის ნომერს. სასტუმროს თითოეული ნომერი კეთილმოწყობილია ყველა ისეთი თანამედროვე საშუალებებით, როგორიცაა პლაზმური ტელევიზორი, საკაბელო არხი, ტელეფონი, უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი, მინი-ბარი, სეიფი.

სასტუმროში ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი, რომელიც გათვლილია 30 პერსონაზე. აქ შესაძლებელია განახორციელდეს, როგორც ბიზნეს შეხვედრები ასევე მცირე კონფერენციები. სასტუმროში აგრეთვე ფუნქციონირებს ბარ-რესტორანი.

ჩვენ გთავაზობთ მყუდრო გარემოს, სტუმართმოყვარე პერსონალს და საუკეთესო, 24 საათიან სერვისს მისაღებ ფასებში.

ფასთან და ხარისხთან შესაბამისად თქვენ მოგემსახურებათ მაღალპროფესიული და კვალიფიციური პერსონალი, ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობით.

 

 
(0431) 24 23 28